საქართველოს პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი ადგილი გიორგი თოხაძემ დაიკავა

13 -14 აპრილს ქ. რუსთავში ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში , ახალგაზრდებს შორის საქართვრლოს პირველობა გაიმართა.

პირველობაზე საუკეთესო შედეგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა აჩვენეს.

გიორგი თოხაძე – 55 კგ – I ადგილი

საბა მამალაძე – 82 კგ.- I ადგილი

ცოტნე ცინცაძე – 130 კგ – I ადგილი

რეზო ესაძე – 97 კგ – II ადგილი

ჯამში კი ოზურგეთის ნაკრებმა მესამე გუნდური ადგილი აიღო.

მოჭიდავეები ასპარეზობისათვის მწვრთნელებმა : კობა ბალავინოვმა, ირაკლი ზურაბიანმა, ვლადიმერ ზურაბიანმა, უჩა მჟავანაძემ და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.

ქ. რუსთავში გამართული პურველობა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებაა, სადაც ოზურგეთი საინტერესოდ იქნება წარმოდგენილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share