დღევანდელი, 27 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით რეკორდულად ბევრი 23 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 238 გახდა. ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა.
გასულ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 262 პაიციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 32 127
- გამოჯანმრთელებულია – 12 632;
- მათ შორის გარდაცვლილია – 238
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 3 757
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები -2 249
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 847 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 42 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 32 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.