ირაკლი კიკნაველიძემ „ევროპული საქართველო“ დატოვა

პარტია „ევროპული საქართველო“ ირაკლი კიკნაველიძემ დატოვა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

როგორც ის აღნიშნავს, „ევროპული საქართველო“ თავისუფლების, დასავლური არჩევანისა და ლიბერალური დემოკრატიის დაცვის ყველაზე ძლიერი და თანმიმდევრული ხმა იყო და სჯერა, რომ ასეთად დარჩება.

როგორც კიკნაველიძე წერს, დრო მოვიდა, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდეს.

„დიდი ხანია, ამ სიახლეზე, ჩემს ცხოვრებაში მის საჭიროებაზე ვფიქრობ. ვხედავ და მჯერა, რომ პოლიტიკური პარტიის წევრობა, შედარებით ტრადიციულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა, სულაც არაა ამ ქვეყანაში იმგვარი ცვლილებებისა და სიახლის მოტანი ერთადერთი და ყველაზე ეფექტიანი შესაძლებლობა, რომელსაც მინდა, რომ მივაღწიო.

დღეს ჩვენ ავტორიტარულ რეჟიმს ვებრძვით. რეჟიმს, რომელსაც საღი აზრი რახანია დაკარგული აქვს და მზადაა, საშიში პროვოკაციების გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამ ბრძოლაში ასიათასობით ადამიანია ჩართული, წინა ხაზზე კი პოლიტიკოსებთან ერთად ბევრი სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის მოტივირებული ადამიანი დგას. სწორედ ამ ბრძოლაში ვაპირებ ბოლომდე მონაწილეობას.

მინდა, წარმატება ვუსურვო ევროპულ საქართველოს, ადამიანებს, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას ამ პარტიის ქოლგის ქვეშ. ეს პარტია საქართველოს თავისუფლების, დასავლური არჩევანისა და ლიბერალური დემოკრატიის დაცვის ყველაზე ძლიერი და თანმიმდევრული ხმა იყო და მჯერა, რომ ასეთად დარჩება. ზუსტად ვიცი, რომ გიგა ბოკერია ბოლომდე იბრძოლებს ამ ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისთვის”, – წერს კიკნაველიძე სოციალურ ქსელში

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 99
    "ამ ქვეყანაში ცხოვრების მეშინია... ვიხრჩობი"“ვიხრჩობი უკვე ამ ქვეყანაში ცხოვრებით! მახრჩობს ქვეყანა, რომელიც სიცოცხლესავით მიყვარს, მახრჩობს ხალხი, რომელთან ერთადაც დავბერდი, მახრჩობს ტყუილი, ყველგან და ყველაფერში!!! ადამიანებს ვუსმენ და თან ჩვევად მექცა სიტყვების მიღმა ტყუილის ძებნა!!! მახრჩობს იმაზე ფიქრი, რომ მომავალი არ არსებობს, რადგან რაც მიყვარდა და რითაც ვსულდგმულობდი და ვეთაყვანებოდი, გაქრა!!! გაქრა ნდობა, ერთობა, სითბო,…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 99
    "სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ ცხოვრება სამოთხედ გვიქციოს და არა ჯოჯოხეთად"გვეუბნებიან, რომ თვითმკვლელობა ყველაზე დიდი ცოდვაა და ამის ჩამდენი ჯოჯოხეთისთვისაა განწირული. თავად ჯოჯოხეთზე კანონიკური ტექსტების, მდუღარე კუპრისა და კბილთა ღრჭენის გარდა, გენიალური შემოქმედების მიერ აღწერილი მხატვრული ტილოები, ფრესკები და ლიტერატურული ნაწარმოებები გვახსენდება, სადაც სხვადასხვა ენით გადმოცემული მთავარი სათქმელი გვეუბნება - ესაა სივრცე, სადაც ადამიანურობისა და სიყვარულის ადგილი არ არის. ჯოჯოხეთი იმიტომაა ჯოჯოხეთი, რომ ის სიყვარულისა და თანაგრძნობისგანაა დაცლილი. გოგონა საქართველოში…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 99
    ცხრა აპრილის ქვეყანა  რა მივუტანეთ 9 აპრილს? დიახ, დიახ - რა მოგვიტანა კი არა, რას ელის ჩვენგან 9 აპრილი პარლამენტის წინ მდგარ მონუმენტთნ ყვავილების თაიგულისა და დანთებული სანთლის გარდა? ვიცით, რომ თარიღს თავისთავად არანაირი მნიშვნელობა და ღირებულება არ აქვს. ის ძვირფასი ხდება ჩვენთვის იმ დღეს მომხდარ მოვლენასთან თუ მოქმედ პირებთან ემოციური და…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 99
    "ავანტიურისტი შულერი, "ოცნების მზე", რომელმაც ყველა გადააგდო"- გიორგი თარგამაძე ივანიშვილზე"ცუდი მენეჯერი, თუ შულერი?! გვითხრა რომ წავიდა... საკითხავად 15-გვერდიანი წერილი და მოსასმენად 1-საათიანი ინტერვიუ დაგვიტოვა. დაგვამადლა მენეჯერული სუპერ თვისებები, მილიარდიანი ქველმოქმედება და კიდევ უფრო დიდი ქველმოქმედება, რაც თურმე მისი პოლიტიკაში ყოფნა ყოფილა. აღარ დამირეკოთო თქვა და კარი გაიჯახუნა… წავიდა, არწავიდა, სად წავიდა - გვირილას ფოთლების პუტვას და მარჩიელობას თავი რომ დავანებოთ, საინტერესოა დავფიქრდეთ მართლა რა დაგვიტოვა…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა