ოზურგეთში, ბეგლარ სიორიძის კუთვნილ სასტუმრო “პლაზაში” მდებარე რესტორან “ტერასაში” კომენდატის საათის დროს, მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად სუფრაზე კიდეც 30-მდე პირი იმყოფებოდა, მათ შორის, გურიის მაჟორიტარი, ვასილ ჩიგოგიძე, გურიის გუბერნატორი, გიორგი სახოკია, მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე, თეატრის დირექტორი, ვასილ ჩიგოგიძე და კიდევ რამდენიმე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი.
როგორც ადგილზე მყოფი ჩვენი კორესპონდენტი განმარტავს, მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე სწორედ კომენდატის საათის დარღვევის გამო, პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა, მიუხედავად მოკლე მანძილისა, სამართალდამცველები იქ ამ დრომდე არ გამოჩენილან.
“გურიის მოამბი” მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან, სადაც სწორედ რესტორანში გაჩაღებულ ქეიფზე იყო საუბარი, დაცვამ მინისტრი მალევე უკანა კარიდან გააპარა.
ასევე უკანა კარიდან გაიპარა მინისტრი დღეს ოზურგეთის თეატრიდან. მან ჟურნალისტებთან შეხვედრა არ ისურვა.
ცნობისთვის, კულტურის მინისტრი დღეს ოზურგეთის თეატრში საღამოს ხუთი საათისთვის მივიდა და სპექტაკლის რეპეტიციის დახურულ ჩვენებას დაესწრო. დაათვალიერა ახალგარემონტებული თეატრი და დაახლოებით სამ საათში უკანა შესასვლრლიდან გაიპარა.