გიორგი ჩხაიძე, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრების მთავარ მწვრთნელად „ლანჩხუთის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩხაიძე დაინიშნა. მის მიერ გაწვრთნილმა ლანჩხუთის ქალთა გუნდმა გასულ სეზონში სენსაცია შემოგვთავაზა, როცა პირველად ქართულ საკლუბო ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშა, ხოლო თავად წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

“თავს არ დავზოგავ, ვეცდები, რომ იმედები გავამართლო” _ აცხადებს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩხაიძე.
„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რადგან ნდობა გამომიცხადეს. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის და ნამდვილად დიდი გამოწვევაა, ამ გამოწვევაზე საპასუხოდ დრო დამჭირდა, ასეთ ნაბიჯს დაუფიქრებლად ვერ გადადგამ, რადგან შენს უკან შენი ქვეყანა, შენი ნაკრები დგას და ორმაგი პასუხისმგებლობაა. ვეცდები, რომ იმედები გავამართლო. თავს არ დავზოგავ შრომისთვის. ჩვენი მიზანი იქნება შედეგის გაუმჯობესება, ვეცდებით ყველანაირად დღითიდღე მოვუმატოთ. მეტი ქულები დავაგროვოთ და მეტმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიიღოს მონაწილეობა, გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად“ _ „ლანჩხუთისა“ და აწ უკვე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჩხაიძის კომენტარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share