ბათუმში ნაციონალური მოძრაობის ოფისს თავს დაესხნენ

ბათუმში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს თავს დაესხნენ.

პარტიის წევრებს დილით ოფისის შუშის კარი ჩამტვრეული დახვდათ. ჯერჯერობით უცნობია, წაიღეს თუ არა რაიმე პარტიის ოფისიდან.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

როგორც ფორმულას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: