სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოშია

თბილისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვია.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე.

არმენ და ნუნე სარქისიანების დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა.

სომხეთის პრეზიდენტი თბილისში სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 97
    "აშშ-ის დახმარება ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფად აღდგენას "„საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის შეთანხმება“ მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შექმნას, ანგარიშვალდებული მმართველობის განვითარებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საგრანტო შეთანხმებაზე ხელის მოწერის ცერემონიის გახსნისას განაცხადა. “ის მოიცავს არაერთ სტრატეგიულ მიმართულებას: კონფლიქტების მოგვარებას, სოფლის მეურნეობისა და…
    Tags: და, საქართველოს, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    რა ხდება საპატრიარქოში-რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაზერას გვედავება საპატრიარქოს გვითხრასო, განაცხადა კვირას მეუფე იაკობმა. მართლაც, თუ კიდევ ვინმემ ვერ გაიგო ამდენი წლის მანძილზე ამის შინაარსი, შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო: 1. საეკლესიო კანონთა ტოტალური დარღვევა და უგულვებელყოფა; საეკლესიო მართლწესრიგისა და ზნეობის სრული მოშლა ეკლესიაში; 2. რუსეთის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ ყოფნა და პატრიარქ კირილეს მიერ ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    რა უნდა ეთქვა ბერას - გიორგი თარგამაძემე პირადად ველოდი: ბერა გამოვიდოდა, უცენზურო ლექსიკის გამო საზოგადოების მისდაუნებურად შეწუხებისთვის ბოდიშს მოიხდიდა, იტყოდა, რომ მაშინ ბავშვი იყო, სისხლი უდუღდა, ყველაფერზე მტკივნეულად რეაგირებდა, მამამისი ჯერ კიდევ ქვეყნის ხელისუფალი არ იყო და მისთვის შეურაცხყოფის მომყენებლებისთვის ჭკუის სწავლება ასეთი მიუღებელი ფორმით მოუწია. შემდეგ კი ვითარება შეიცვალა, მამა პრემიერმინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახდა, თავადაც გაიაზრა, რომ როგორც მომღერალი…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    საქართველოს საქმეს გერმანიის მარშალის ფონდი განიხილავს23 მარტს აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდი (GMF) საქართველოს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებს განხილავს. შეხვედრაზე საგანგებო მოხსენებას წარადგენენ სახელწოდებით "ზღვარზე მყოფი ქვეყანა - საქართველოს დახმარების საქმე". შეხვედრაზე ისაუბრებენ აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, დევიდ კრამერი. აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდმა (GMF), დამოუკიდებელმა ანალიტიკურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის, იან კელისა და  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, დევიდ კრამერის ანგარიში – ქვეყანა ზღვარზე: საქართველოს…
    Tags: და, საქართველოს, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა