შეხვედრაზე ყურადღება იმ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე გამახვილდა, რაზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, დამტკიცებული სტრატეგიული გეგმის შესაბამისად მომდევნო წლების განმავლობაში იმუშავებს. ამ გეგმის შესაბამისად, დაგეგმილია სოფლის მეურნეობის მიმართულებით ფერმერების მხარდაჭერის პროგრამების გაგრძელება, ახალი პროგრამების შეთავაზება სხვადასხვა სოფლის მეურნეობის დარგების შესაბამისად. ასევე, ფერმერებისათვის სხვადასხვა საგრანტო პროგრამების შეთავაზება. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. „ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ფერმერებთან, სადაც სოფლის მეურნეობაზე საუბრისას, ბევრი აქტუალური კითხვა დაისვა. ასევე, იყო საინტერესო ინიციატივებიც. უამრავი რამ კეთდება და ვფიქრობ რეგულარული კომუნიკაცია და მსგავსი ტიპის შეხვედრები ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს. მინდა აღვნიშნო, რომ ის საჭიროებები, ინიციატივები რაც დღეს ფერმერებს აქვთ საჭიროა მაღალი ტრიბუნიდანაც ისმოდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი პარტიის კანდიდატი ბატონი ვასილ ჩიგოგიძე იქნება ის ადამიანი, ვინც რეგიონის პრობლემატიკას მთავრობამდე მოიტანს და მომავალში აქტუალობას არ დაკარგავს“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. „ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ ფერმერები, რომლებიც საქმიანობას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებენ. ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე. ფერმერებს აუცილებლად ექნებათ ჩემი დიდი მხარდაჭერა და ეს იქნება ჩემი პრიორიტეტი მომავალშიც. ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ რეგიონში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობაზე“ – აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.
მსგავსი სტატიები
- 100
შეხვედრაზე ყურადღება იმ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე გამახვილდა, რაზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, დამტკიცებული სტრატეგიული გეგმის შესაბამისად მომდევნო წლების განმავლობაში იმუშავებს. ამ გეგმის შესაბამისად, დაგეგმილია სოფლის მეურნეობის მიმართულებით ფერმერების მხარდაჭერის პროგრამების გაგრძელება, ახალი პროგრამების შეთავაზება სხვადასხვა სოფლის მეურნეობის დარგების შესაბამისად. ასევე, ფერმერებისათვის სხვადასხვა…
- 63
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩოხატაურში მოსახლეობას შეხვდა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურის სოფლების – ჩხაკაურას და ქვაბღის მოსახლეობას შეხვდა. „მოსახლეობასთან შეხვედრები შესაძლებლობას გვაძლევს მუნიციპალიტეტის, სოფლის საჭიროებები უკეთ გავიცნოთ, ადგილობრივებს პრობლემური საკითხების მოგვარებაში დავეხმაროთ და ვიზრუნოთ თითოეული…
- 58
ლევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
- 50
ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI საქართველოში რელიგიის თავისუფლების, ქსენოფობიისა და მიგრანტთა უფლებების საკითხებს აფასებს. TDI-ს ინფორმაციით, 2020 წელი ადამიანის უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის კუთხით გამორჩეულად პრობლემური იყო - კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემია და მისი შედეგები განსაკუთრებულად მწვავედ მოწყვლად ჯგუფებზე აისახა და შექმნილმა ვითარებამ ადამიანის უფლებების…