“ყოფილ თანაგუნდელებს ვურჩევ ბედი „ქართული ოცნების“ გარეშე სცადონ”

უთქვამთ, რომ 5 პროცენტით მეტი აიღეს პარტიულ რეიტინგთან შედარებით, მარტივი არითმეტიკაა, რომ იგივე ეს 5 პროცენტი შეიძლება იყოს მხოლოდ მათი ინდივიდუალური რეიტინგი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანი აცხადებს, რომ რეიტინგის განმსაზღვრელი არჩევნებია და ყოფილ თანაგუნდელებს ურჩევს ბედი „ქართული ოცნების“ გარეშე სცადონ.

„გუშინ ჩვენი უკვე ყოფილი კოლეგების მხრიდან გაჟღერებული იქნა, რომ ისინი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებენ და თავისთავად, თავისუფალი პოლიტიკური კარიერის დაწყება ყველას ინდივიდუალური არჩევანია. თუმცა, მეც ვთვლი, რომ დეპუტატები, რომლებიც „ქართული ოცნების“ რესურსით და რეპუტაციის მოვიდნენ პარლამენტში და ხალხმა მათ „ქართული ოცნების“ სახით დაუჭირა მხარი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ალბათ, უნდა გავიდნენ საპარლამენტო ცხოვრებიდან და შემადგენლობიდან და თავიდან ცადონ, იყარონ კენჭი. მე ყოველ შემთხვევაში, ასე მოვიქცეოდი. ასეთივე რეაქცია მქონდა წინა წლებში ჩვენი გუნდიდან გასულ ადამიანებთან მიმართებაში და ვთვლი, რომ თითოეულ შემთხვევაში ჩვენი არჩევა განაპირობა დიდწილად იმან, რომ ჩვენ წარმოვადგენდით „ქართულ ოცნებას“. მე არ უარვყობ, რომ თითოეულ პოლიტიკოსს გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური რეიტინგი, თურმე მათ უთქვამთ, რომ 5 პროცენტით მეტი აიღეს პარტიულ რეინტინგთან შედარებით და მარტივი არითმეტიკა შეიძლება მოვიხმაროთ, იგივე ეს 5 პროცენტი შეიძლება იყოს მხოლოდ მათი ინდივიდუალური რეიტინგი. თუმცა, ამაზე ასე ზეპირად ვერ ვიმსჯელებთ. ამ ყველაფერს განსაზღვრავს არჩევნები და ამომარჩეველი, ამიტომ ნამდვილად ვურჩევდი მათ, სცადონ ბედი დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების რეჟიმში, „ქართული ოცნების“ გარეშე,“ – განაცხადა წილოსანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 93
    "წერეთელი-ეს ავაზაკი და თაღლითი იგინებოდა ნონა იმნაძე უნდა მოვხსნაო"-რა ხდება ლანჩხუთში?"ეს წერეთელი, ეს თაღლითი კაცი, ნონა იმნაძეს მოვხსნიო იმუქრება და იქ თეატრში, სხვების თანდასწრებით მაგინებდა თურმე... ეს უზრდელი, რომ კითხო გენიოსია და ყველაფერი იცის. ფულის კეთება იცის როგორც ჩანს მარტო"-გვიყვება ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გამგე, ნონა იმნაძე კულტურის გაერთიანების ხელმძღვანელ, დავით წერეთელზე, რომელსაც აღნიშნულ დაწესებულებაში დანიშვნის დღიდან არა ერთი უკმაყოფილო და…
    Tags: და, ეს, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 93
    რას მოუტანს საქართველოს სტარასბურგის გადაწყვეტილება- ლია მუხაშავრიას განმარტება2021 წლის 21 იანვარი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღად დარჩება - საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთს სამართლებრივი დავა მოუგო. „2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. სასამართლოს დიდი პალატის…
    Tags: და, რომ, ეს, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 93
    გავრილოვის ღამეს დაზარალებულები შარლ მიშელს წერილით მიმართავენგავრილოვის ღამეს დაშავებულმა მშვიდობიანმა მომიტინგეებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ღია წერილით მიმართეს. წერილის 10 ხელმომწერი მადლობას უხდის პრეზიდენტს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გაიღეს. ამავდროულად, დაზარალებულები წერილში იხსენებენ 20-21 ივნისის ღამის მოვლენებს და წერენ, რომ ევროკავშირის მიერ შედგენილი შეთანხმების დოკუმენტში ნახსენები ამნისტია "მოემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიველირებას".…
    Tags: და, რომ, პოლიტიკური, ჩვენი, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 92
    "სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ ცხოვრება სამოთხედ გვიქციოს და არა ჯოჯოხეთად"გვეუბნებიან, რომ თვითმკვლელობა ყველაზე დიდი ცოდვაა და ამის ჩამდენი ჯოჯოხეთისთვისაა განწირული. თავად ჯოჯოხეთზე კანონიკური ტექსტების, მდუღარე კუპრისა და კბილთა ღრჭენის გარდა, გენიალური შემოქმედების მიერ აღწერილი მხატვრული ტილოები, ფრესკები და ლიტერატურული ნაწარმოებები გვახსენდება, სადაც სხვადასხვა ენით გადმოცემული მთავარი სათქმელი გვეუბნება - ესაა სივრცე, სადაც ადამიანურობისა და სიყვარულის ადგილი არ არის. ჯოჯოხეთი იმიტომაა ჯოჯოხეთი, რომ ის სიყვარულისა და თანაგრძნობისგანაა დაცლილი. გოგონა საქართველოში…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა