რეჟისორ რობერტ სტურუას განცხადებით, თეატრიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ განცხადება რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. სტურუას თქმით, ის თეატრიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა თუ მას გააგდებენ.
„დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ! მხოლოდ მაშინ! მიყვარხართ ქართველებო!“- წერს რეჟისორი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საზოგადოების ნაწილში რობერტ სტურუას კომენტარმა უკმაყოფილება გამოიწვია, სადაც მან მსახიობ ბესო ზანგურს სოლიდარობა გამოუცხადა, მაშინ როდესაც ბესო ზანგურს ყოფილი მეუღლე ნინუცა მაყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებდა.