საპასუხო განცხადება შეთავაზებაზე მათ ცოტა ხნის წინ გააკეთეს. ვარლამ გოლეთიანის თქმით, სასურველი იყო, დაგეგმილი შეხვედრის შესახებ მათთვის დროულად შეეტყობინებინათ:
სასურველი იყო, როცა ასეთი ტიპის შეხვედრა იგეგმება, ცოტა დროულად გაგვაგებინონ ჩვენც და 5 წუთით ადრე შემთხვევით არ გავიგოთ ვებ-გვერდიდან. ეს მნიშვნელოვანია და იმიტომ ვამბობ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ რადგან გაკეთდა საპატრიარქოს მხრიდან მოწოდება მხარეების მისამართით, რომ შედგეს კიდევ ერთხელ დიალოგი და ეს მნიშვნელოვანია, მივესალმებით ჩვენის მხრივ საპატრიარქოს ამ განცხადებას, ვაპირებთ, რომ დავიძრათ ქუთაისში, მუნიციპალიტეტის შენობასთან და შევხვდეთ მათ” განაცხადა გოლეთიანმა.