თუ იმას მოელით ჩემგან, რომ მე მოვალ და დავიწყებ ხალხის დაჭერას, მაშინ სხვას მიეცით ხმა. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუზე, ლაივჩართვის დროს განაცხადა.
მისი თქმით, თავის დროზე შევარდნაძე იმიტომ არ დაიჭირეს, რომ არ სურდა წარსულზე ყოფილიყო ორიენტირებული და ახლაც ასე ფიქრობს.
“პირიქით, თავის დროზე, იძახოდნენ შევარდნაძე რატო გაუშვა ისეო, ეტყობა შეკრულები იყვნენო, შევარდნაძემ ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა, ჩვენი დაჭერის და დარბევის ბრძანება გასცა. ყველაფერი იკადრა რისი კადრებაც შეიძლებოდა, მაგრამ მე პირველი რაც ვქენი, ვუთხარი ყველას, რომ ამ კაცს თავს ვანებებთ. რატომ? იმიტომ რომ არ მინდოდა წარსულზე ვყოფილიყავით ორიენტირებული, არ მინდოდა, რომ მუდმივად ერთ წრეზე გვევლო და ახლაც ვფიქრობ ასე.
თუ თქვენ გინდათ ვინც დაიჭერს, ჩასვამს, შეუვარდება, ეგ მე არა ვარ და ამიტომ მაშინ, თუ ვინმე გპირდებათ და გჯერათ, რომ გამკეთებელია, იმას მიეცით ხმა, მაგრამ მე არა მგონია, რომ ეგეთ ხალხს უნდა მისცეთ ხმა. ჩვენ გვჭირდება წინსვლა”, – განაცხადა სააკაშვილმა.