კორონავირუსით ლანჩხუთელი ექიმი გარდაიცვალა

დღეს, კორონავირუსით ლანჩთის რეგიონალური საავადმყოფოს პედიატრი, ქეთინო კალანდარიშვილი გარდაიცვალა.

ეს ლანჩხუთში კოვიდით ექიმის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.

როგორც “გურიის მოამბეს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა,ნატო მენაღარიშვილმა უთხრა, პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე:

”60 წლამდე ლანჩხუთელი ექიმი გარდაიცვალა დღეს.ის ერთ თვეზე მეტ ხანს მკურნალობდა, მისი მდგომარეობა იყო მძიმე, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, ჯერ ფოთში გადიოდა მკურნალობის კურსს, შემდეგ გადაიყვანეს თბილისში. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.” – გვითხრა მენაღარიშვილმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: