რიგგარეშე არჩევნებზე ცალსახად ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარიც კი საერთოდ არ შეიძლება. პოლიტპატიმრების თემაზე კიდე შეიძლება დაფიქრდეს ადამიანი და რაღაც კომპრომისები მოინახოს, ალბათ, – ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ისურვებდა მოლაპარაკება შედგეს და “თუკი ერთი საკითხი იხურება, რომელიმე საკითხი უნდა გაიხსნას”.
როგორც მან აღნიშნა, ადამიანები პანდემიის პირობებში მივიდნენ და ხმა მისცეს 2020 წლის არჩევნებზე, რის შედეგებიც საერთაშორისო პარტნიორებმა აღიარეს.
“მე მჯერა ერთი რამის, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. აუცილებლად უნდა მოხდეს შეთანხმება და როცა შეთანხმების მაგიდასთან მიდის ორი მხარე, მათ მოუწევთ რაღაც-რაღაცების დათმობა. ზუსტად რა იქნება ეს დათმობა, არავინ იცის ჯერჯერობით, მე არ ვარ ჩართული პროცესებში, მაგრამ რადგან გაგრძელდება ეს რაუნდი მოლაპარაკების, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ქვეყნის ინტერესები დადგება პირველ რიგში და პარტიები მოახერხებენ შეთანხმებას. რიგგარეშე არჩევნებზე ვფიქრობ ცალსახად, რომ საერთოდ არ შეიძლება ამაზე საუბარიც კი. პოლიტპატიმრების თემაზე კიდე შეიძლება დაფიქრდეს ადამიანი და რაღაც კომპრომისები მოინახოს ალბათ, მაგრამ არჩევნების თემა, დამთავრდა ეს”, – განაცხადა ბოლქვაძემ.