“ქართული ოცნების” დეპუტატმა, კახა კახიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა: “პანდემიის დროს სწორი მართვა რას ნიშნავს იცით? როდესაც არც პანდემიის ტალღა არ დაგარტყამს და არც ბიზნესი არ ჩავარდება ასეთ ვითარებაში. კოლბაში შეიძლება ნებისმიერი ადამიანი ჩასვა და არც პანდემია გაეკარება და არც არაფერი… ქვეყანა ჩაკეტო და თქვა, რომ ყველანი სახლში იჯექით და არ გამოხვიდეთ, ამას არ ჰქვია კარგი კრიზისმენჯერი, მით უმეტეს, როდესაც შენზე მთელი გუნდი მუშაობს”.- ისაუბრა კახიშვილმა.