“ქართუ ბანკის” შვილობილი კომპანია მილიონობით ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებს უკონკურენტო გარემოში იგებს. “დაზღვევის კომპანია ქართუ” ტენდერებში 2014 წლიდან მონაწილეობს და 2018 წლის ჩათვლით უკვე 140 ტენდერში გაიმარჯვა. კომპანიის გენერალური დირექტორი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი არჩილ მამაცაშვილია. დირექტორები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და “ქართული ოცნების” შემომწირველები არიან.
კომპანიის საქმიანობა “ფლანგვის დეტექტორმა” შეისწავლა. ორგანიზაცია შესაძლო კორუფციაზე საუბრობს. ირკვევა, რომ კომპანიის მიერ მმართველი პარტიისთვის თანხის შეწირვა, ხშირ შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებით სრულდება.
“სადაზღვეო კომპანია ტენდერებში 2014 წლიდან გამოჩნდა და 2014-18 წლებში 140 ტენდერი მოიგო, დაახლოებით, 3 მილიონზე მეტის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა, აქედან 515 ათასი უკონკურენტოდ მოგებული იყო. ძირითად შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურების ავტოპარკებს აზღვევს”, – ამბობს ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარი, ლიზა ქორიძე.
ცნობისთვის, კომპანიის გენერალური დირექტორი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი არჩილ მამაცაშვილია. დირექტორები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და “ქართული ოცნების” შემომწირველები არიან.