12 ქვეყანა საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

12 ქვეყანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთისა და უკრაინის წარმომადგენლები მნიშველოვნად მიიჩნევენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველო-რუსეთის საქმეზე და რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ.

ეუთოში ნორვეგიის წარმომადგენლობამ ერთობლივი განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სიტყვით გამოსვლის საპასუხოდ გამოაქვეყნა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share