ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის ყოფილი მაღალჩინოსანი ირმა მგელაძე, სოციალურ ქსელში ლანჩხუთელი ექიმ- პედიატრის ქეთინო კალანდარიშვილის გარდაცვალების ამბავს ეხმაურება.
ლანჩხუთის რეგიონალური საავადმყოფოს პედიატრი, გუშინ კორონავირუსით გარდაიცვალა, ის თვეზე მეტ ხანს ჯერ ფოთის კლინიკაში, ბოლოს კი თბილისში გადიოდა მკურნალობას, თუმცა მდგომარეობის სიმძიმის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“ვფიქრობ ამდენი ხანია რა შეიძლება ვთქვა ქეთინო შენზე, ზუსტად ვიცი, რომ რაც არ უნდა დავწერო ახლოსაც კი არ იქნება იმასთან, რასაც იმსახურებ. რაც კი კარგი შეიძლება ქონდეს ქალს, ყველაფრით შემკული იყო ჩვენი ქეთინო ექიმი. შემდგარი, განათლებული ქალი, ერთგული მეუღლე, ულამაზესი ოჯახის ქალი, არაჩვეულებრივი შვილების მოსიყვარულე დედა, საუკეთესო მეზობელი და რაც მთავარია, ჩვენთვის უსაშველოდ დიდი იმედი. უბნის ბავშვების და არა მარტო, პერსონალური პედიატრი, ყურადღებიანი და სანდო. როგორ ვგულშემატკივრობდით, როგორ გვეიმედებოდა რომ გამოძვრებოდა ამ საშინელი ვირუსისგან და როგორ გაგვიცრუვდა მოლოდინი…( ძალიან საყვარელო და თბილო გოგონებო Anuka და Nini, ჩვენო სერგო, მთელი ჩვენი უბანი ვწუხვართ და თანაგიგრძნობთ ამ უსაშინლეს ტრაგედიას! ჩვენ დიდი იმედი დავკარგეთ!”-წერს მგელაძე.