ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი სახელმწიფო დეპარტამენტში შვიდი მაღალი თანამდებობის პირის დანიშვნას აპირებს, რითაც ფაქტობრივად დასრულდება სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფი წინა ადმინისტრაციის წარმომმადგენლების ჩანაცვლება.
მარსია ბერნიკატი (Marcia Stephens Bloom Bernicat) სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო სამსახურის გენერალური დირექტორის პოსტს დაიკავებს.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ ერიკა დონფრიდი (Karen Erika Donfried ) გახდება. იგი ამჟამად გერმანიის მარშალის ფონდის პრეზიდენტია.
ბარბარა ა.ლიფი (Barbara A. Leaf) სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იქნება ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ხოლო მერი ქეთრინ ფი (Mary Catherine Phee) აფრიკის საქმეებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ხდება.
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მიმართულებას უხელმზღვანელებს მიშელ ჟანა სისონი (Michele Jeanne Sison), დიპლომატრიური უსაფრთხოების სამსახურს კი ჯენტრი ო. სმითი (Gentry O. Smith) ჩაუდგება სათავეში.