საქართველოს მოქალაქეებმა და რეზიდენტებმა 2020 წელს 193 000 ტერაბაიტის მობილური ინტერნეტი გამოიყენეს, რაც 2019 წელთან შედარებით, გაორმაგებული მაჩვენებელია.
კვლევას გალტ & თაგარტი ავრცელებს.
საინვესტიციო ბანკის თანახმად, გამოყენებული ინტერნეტის უდიდესი წილი მაგთის მომხმარებლებზე მოდის, რომელსაც სილქნეტისა და ვეონის მომხმარებლების მოსდევენ. ნიშანდობლივია ისიც, რომ 2019-2020 წლებში მაგთიკომის მომხმარებლების მიერ მობილური ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი გასამმაგდა.