“ძნელი სათქმელია, „ოცნების“ ლიდერებს ამერიკაში ნათქვამი საქართველომდე ჩამოყვებათ, თუ _ არა”

ძნელი სათქმელია, „ქართული ოცნების“ ლიდერებს  ამერიკაში ნათქვამი საქართველომდე ჩამოყვებათ, თუ არა. ვნახოთ, როდესაც საქართველოში დაბრუნდებიან შემდეგ რას გვეტყვიან, – ამის შესახებ პარტიის  „სახელმწიფო ხალხისათვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნატო ჩხეიძე CNews-სთან საუბრისას აცხადებს.

მისი თქმით, უახლესი წარსული აიძულებს სკეპტიკურად იყოს განწყობილი.

„ერთია, რას ამბობენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, როცა ჩვენი ევროპელი თუ ამერიკელი პარტნიორები გვერდით უდგანან და მეორე, როდესაც, მათ შორს დაიგულებენ. ღარიბაშვილიც ასე იყო,  შარლ მიშელის გვერდით როცა იყო, ამბობდა,  შეთანხმება აუცილებელიაო.  ახლა იგივე აცხადებს კობახიძე.  „ოცნების“ ლიდერები,  როდესაც დისტანცირდებიან ჩვენი პარტნიორებისაგან, მაშინაც თუ იმავეს გაიმეორებენ, ეს კარგი იქნება, თუმცა უახლესი ისტორია მაიძულებს სკეპტიკურად ვიყო განწყობილი“, – განუცხადა CNews-ს ნატო ჩხეიძემ.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” დელეგაცია აშშ-ში ვიზიტისას საერთაშორისო პარტნიორებმა გამოთქვეს სურვილი,  ოპოზიცია პარლამენტში იხილონ, ხოლო მმართველმა პარტიამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები შემდგომი რეფორმების უზრუნველსაყოფად. თავის მხრივ, სახელისუფლებო პარტიის ლიდერებმა საერთაშორისო პარტნიორების რჩევების დამოსაზრებების გაზიარების შესახებ მზადყოფნა გამოთქვეს.

შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტი 16 აპრილს დასრულდება.სენტორებს ჯინ შაჰინს და რონ ჯონსონს შეხვდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: