ქართულ პოლიტიკურ წრეებში აქტიურად მსჯელობენ კახი კალაძის მიერ დედაქალაქის მერის პოსტის დატოვებაზე. მსჯელობენ იმაზეც, რომ კალაძესთან ერთად „ქართულ ოცნებას“ სავარაუდოდ, საქართველოს პარლამენტის ის წევრებიც დატოვებენ, რომლებიც კალაძის გუნდში მოიაზრებიან. ამის შემდეგ კი საპარლამენტო უმრავლესობა დაიშლება და პოლიტიკური პროცესები პარლამენტშიც და ქვეყანაში, აბსოლუტურად სხვა მიმართულებით განვითარედება. არ არის გამორიცხული არსებულმა ვითარებამ ხელისუფლება აიძულოს დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.
CNews-ის ინფორმაციით, კალაძემ საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა „ოცნების“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.
„კალაძემ გუნდში თქვა, რომ მიდის და შეიქმნა ქაოსი. ახლა მიმდინარეობს პოლიტიკურ ვაჭრობის პროცესი, რის შედეგადაც გაირკვევა საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კალაძე“, – განაცხადა CNews-სთან მედიაჰოლდინგ „ქრონიკა +“-ის მთავარა რედაქტორმა ელისო კილაძემ.
ქართველი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კალაძის წინააღმდეგ არსებობს ცალკეული კომპრომანტები, რომელსაც „ოცნება“ მის წინააღმდეგ გამოყენებს. თუმცა კალაძე ერთიანობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ ამ კომპრომატებს თაროზე კი შეინახავენ, არამედ ურნაში ჩაუშვებენ.
„ოცნებაში“ კი იმას შიშობენ, რომ თუ კალაძემ სხვა პოლიტიუკური ძალებისგან მიიღო გარანტიები, ამ კომპრომანტებზე თვალის დახუჭვის შესახებ, იგი უმრავლესობას დაშლის, სადაც მას ბევრად მეტი მხარდაჭერი ჰყავს, ვიდრე გიორგი გახარიას.
ცხადია, რომ სწორედ პოლიტიკური გარიგების შედეგად მიიღებს კალაძე საბოლოო გადაწყვეტილებას.
თავად კალაძემ გუნდიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ის წასვლას არ აპირებს და რჩება „ქართული ოცნების“ სამსახურში, ქვეყნის საკეთილდღეოდ.
მან ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, ვისთანაც მისი დაძაბული ურთიერთობის შესახებ კარგად არის ცნობილი.
კალაძესთვის ისიც კარგად არის ცნობილი, რომ „ოცნების“ კულუარებში, მის ზურგს უკან, უკვე გაიმართა კონსულტაციები დედაქალაქის მომავალი მერის კანდიდატთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო კანდიდატურაზე პარტია ჯერაც არ შეთანხმებულა. ამის მიუხედავად „ოცნებამ“ უკვე განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.