“ძალიან მნიშვნელოვანია,მოლაპარაკების პროცესი დასრულდეს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად”

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისათვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გადაწყვეტილებები,  რომელსაც ხელისუფლება იღებს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ სენატორებთან, ჯინ შაჰინსა და რონ ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკების პროცესი დასრულდეს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად.

„ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო შეხვედრა იყო, ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა მოვისმინოთ ჩვენი მეგობრების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებები მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი არის მათი პოზიცია. მათ სურთ, იხილონ საქართველო ძლიერი, მათ სურთ, საქართველო იხილონ იმ გზაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ერთ-ერთ მთავარ გზაზე ვდგავართ და ამ კუთხით ის გადაწყვეტილებები, რომელსაც განსაკუთრებით ხელისუფლება იღებს, მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა მოისმინონ. ყველა იმ დეტალზე ვისაუბრეთ, რომელიც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. საუბარი არ ეხებოდა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ საკითხებს, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო რეგიონალურ ჭრილში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენებს. ვიმედოვნებთ, ისე როგორც ისინიც გამოხატავენ ამ პოზიიციას, ეს არის პრობლემები რომლებიც შიგნით უნდა გადაწყდეს. მათი მხარდაჭერა ჩვენ გვაქვს.

სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკების პროცესი დასრულდეს და დასრულდეს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ცნობისთვის, შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტი დღეს დასრულდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share