საქართველოს მოქალაქეებისათვის Pfizer-ის მერე დოზისათვის რეგისტრაცია დღეს საღამოდან დაიწყება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, მოქალაქეებს Pfizer-ით ვაქცინაცია შეეძლებათ მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გაიკეთეს პირველი დოზა.
გაბუნიას განმარტებით, ვაქცინაციის რეგისტრაციის გახსნასთან დაკავშირებით, ადრესატებს სმს შეტყობინებებიც მიუვათ.