“გუშინ ადიდებდნენ, დღეს ლანძღავენ… მეცნო”

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში ეხმაურება “ქართული ოცნების” გიორგი გახარიასთან დაკავშირებულ რიტორიკას და წერს, რომ თუკი მას, პრემიერ-მინისტრობის დროს, აქებდნენ, დღეს უკვე ლანძღვის ობიექტად იქცა, რაც მისთვისაც ნაცნობი სიტუაციაა:
“დააკვირდით ქართული ოცნების სპიკერების კომენტარს გახარიას მიმართ – გუშინ ადიდებდნენ, დღეს ლანძღავენ….
მეცნო.
რა არის საყრდენი ასეთი “ერთობის”? – კომფორტის ზონა და მატერიალური სარგებელი.

ალაგ – ალაგ შიშიც…

სამწუხაროდ!”, – წერს ეკა ბესელია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share