ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, არსებული ფორმულირებით ენმგამორიცხავს კრისტიან დანიელსონის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე ხელმოწერას.
“ჩვენ ძალიან მკაცრად და მკაფიოდ გვაქვს დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია. ვგულისხმობ ერთიანი ნაციონალური მოძრობის პოზიციას. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პოზიცია აქვს უმრავლეს პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ გავგზავნეთ წერილი საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, სადაც მკაფიოდ ვთქვით, რომ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტში არ იქნება გასაგებად ჩამოყალიბებული პოლიტპატიმრების თემა, რომ მელია და რურუა უნდა გათავისუფლდნენ და ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, ჩვენ არ განვიხილავთ ვადამდელი არჩევნების მიბმას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ამ ფორმულირებით [ხელმოწერას] გამოვრიცხავ”. – თქვა დეკანოიძემფორმულას ეთერში.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ქართული ოცნება მზად არის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი აამოქმედოს.
არჩილ თალაკვაძემ ასევე თქვა, რომ ქართული ოცნება შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად აწერს.
- რა წერია ევროკავშირის შეთანხმების პროექტში, რომელსაც ხელი არ მოეწერა
- ყველაფერი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე
საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებულად გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა.