ვინ იყო ბენია ჩხიკვიშვილის მეუღლე და რა მოხდა მათ სახლში ესერების სტუმრობის დროს

ბენია ჩხიკვიშვილი გადაასახლეს ციმბირში იაკუტსკის გურბერნიის კირენსკის მაზრაში. იქ გაიცნო ნადეჟდა კალოევი, ვლადიკავკაზელი რევოლუციონერი. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და შეუღლდნენ. იმის მიუხედავად, რომ იდეურად განსხვავებულ პოზიციებზე იდგნენ – ქმარი მენშევიკი, ცოლი კი მემარცხენე ესერი, მათ შორის სიამტკბილობა სუფევდა. ერთხელ თურმე, თბილისის მერობისას, ჩხიკვიშვილი დაბრუნდა სახლში და იქ ესერების მთელი ხელმძღვანელობა დახვდა – მისი ცოლი ნადია სახლში აწყობდა ესერების შეკრებებს. ეს რომ დაინახა, აიღო ტელეფონის ყურმილი და ვალიკო ჯუღელს დაურეკა- ყველა ესერი აქანე მყავს სახლში შეკრებილი და მოი, დააპატიმრეო.

ირაკლი მახარაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share