ამირან გამყრელიძის განცხადებით, სულ ახალი კორონავირუსით სამედიცინო სფეროს 1678 წარმომადგენელი დაინფიცირდა.
ეს საერთო ინფიცირებულთა 5,2%-ია.
გამყრელიძე ამბობს, რომ აბსოლუტურ რიცხვში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რიცხვი გაიზარდა, თუმცა შეფარდება შემცირებულია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ექიმები და ექთნები ინფიცირდებიან არა მხოლოდ სამუშაო, არამედ საყოფაცხოვრებო პირობებშიც
ახალი კორონავირუსით საქართველოში 1 ექიმი 2 დღის წინ, 25 ოქტომბერს გარდაიცვალა.