როგორც “გურიის მოამბისთვის” გახდა ცნობილი, გუშინ, გვიან ღამით სოფელ დვაბზუში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) ძარცვა მოხდა.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ჩვენთან აცხადებს, გაძარცული სამი “ფეი ბოქსის” სწრაფი ჩარიცხვის აპარატი.
აქედან ორი სოფლის ცენტრში იდგა, ერთი კი “ვატულოს ცეხთან”
როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, წაღებულია თანხა, დაახლოებით 2 ათასი ლარის ფარგლებში.
მისივე თქმით, პოლიცია მომხდარის გასაიდუმლოებას ცდილობს.
“ძარცვა კომენდატის საათის დროს, გვიან ღამით მოხდა და ამიტომ არ აწყობთ ამის გახმაურება. მოკლედ, შეზღუდვა მარტო უბრალო ხალხზე ვრცელდება. კრიმინალები და” კაი ბიჭები” მშვენივრად” მუშაობენ”-გვეუბნება წყარო.
“გურიის მოამბე” კომენტარისთვის შსს-ს პრესცენტრს დაუკავშირდა და მათ კომენტარს მიღებისთანავე გავავრცელებთ.