მერიკო ბებიას გამოგზავნილი წერილს სტუდენტობისას თან ახლდა ცალკე ფურცლად, უსათაუროდ, უბრალოდ ასე..
“ბებიაშენი შემოგეროს, ბეურ ხალხთან ტრუალობ, ამიზა მომინდა მოგწერო, შეინახე აი ფურცელი, გამოგადგება.”
“რუმ დეინახო აფხანიკები , მიორე აფხანიკზე გლახას ჩიოდენ, არ მეისმინო, ადექი ზეთ, გასწიე, გეირე და წაი..”
“რუმ ხედავდე ირგლივ ვერ გამჩნევენ, დარჩენასაც და წასლასაც ერთი ფასი აქ, გასწიე, გეიარე და წაი”
“რუმ ხედავდე ქილიკობენ, მასხრობენ და ადამინიშვილს, კაციშვილს ამცირებენ, არ აყვე, გასწიე, გეიარე და წაი.”
“რუმ ხედავდე არარიენ კაცები, გინდა ქალები მფხიზლათ და არც ნათქუამიზა და არც ნაკეთებიზა პასუხი და ჭკუა აღარ მიეკითხება, გასწიე, გეიარე და წაი.”
“რუმ ხედავდე და შიესწრო უკადრებელის მკადრებელს, გიერიდე, გასწიე, გეიარე და წაი.”
“რუმ ხედავდე ურცხო ოჯახში ქალს ქალის ადგილი არ უჭირავს და კაცს კაცის, გასწიე, გეიარე და წაი.”
“რუმ ხედავდე შენი მისლით გულით არ ხარობენ, არ გაჩერდე, გასწიე გეიარე და წაი.”
“რუმ ხედავდე შენი ყოფნა არც თვალს უხარია, არც გულს და არც სულს არგებს, ამფერ სალაკას ნუ გაჩერდები, გასწიე, გეიარე და წაი.”
“რუმ ხედავდე თავის დაცვა და სულერთია რაის მტკიცებაც არ უნდა იყოს მტკიცება გიწევდეს, არ გეისარჯო ტყულათა, გასწიე, გეიარე და წაი.”
“რუმ ხედავდე გატყვიებენ, არ შეიმჩნიო, მეისმინე ერხანს, აფერი არ თქუა, ადექი ზეთ, გასწიე, გეიარე და წაი.”
“დარდს, ბოღმას, ეშმაკს და უხილავს არ შიეჭიდო, ვერ აჯობეფ, გასწიე, გეიარე და წაი.”
ჩემი ნენა თუ ხარ ჭკუით.
შენი ბებიე. 1994წ. ოქტომბერი. ასკანა.
Gardenia shevardnadze