ეს ხელისუფლების მორიგი ტრიუკია, მაგრამ ოპოზიციაზე წნეხი გაიზრდება თუ ხელს არ მოაწერენ, – ამის შესახებ “ტვ პირველის” პოლიტიკურმა მიმომხილველმა, გადაცემა “პოლიტიკური პარასკევის” თანაწამყვანმა ბუკა პეტრიაშვილმა განაცხადა.
პარტნიორებს უნდათ შედეგი, ანუ კრიზისის განმუხტვა. ჩვენ პარტნიორებზე მეტად, ეს ჩვენ მოქალაქეებს უნდათ. ასე, რომ ოპოზიციას მოუწევს დამატებითი ძალისხმევის დახარჯვა იმაზე, რომ აუხსნან მოსახლეობას, რატომ ამბობენ ხელმოწერაზე უარს”, – თქვა ბუკა პეტრიაშვილმა.