სასამართლო და პროკურატურა ნიკა გვარამიას განსხვავებული მოსაზრებებისთვის და ხელისუფლების ოპონირებისთვის სჯის და ეს დასჯა უკვე ჯანმრთლობის მდგომარეობას დაუკავშირდა – ასე აფასებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ნიკა გვარამიასთვის სამკურნალოდ წასვლის აკრძალვას პროკურატურის მხრიდან:
“ბუნებრივია გაქცევის, ან მიმალვის რისკი არ არსებობს. მიმალვის რისკი რომ არსებობდეს, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა რომ თავად წაეყვანა ნიკა გვარამია ქვეყნიდან ზუსტად იმიტომ არ უშვებენ, რომ იციან რომ გაქცევაზე და მიმალვაზე არაა საუბარი და ამის რისკი ბუნებაში არ არსებობს.” – ამბობს საძაგლიშვილი
“სასიცოცხლოდ აუცილებელი კვლევების ჩატარებაზე მივიღე უარი” – ინფორმაცია ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა დღეს გაავრცელა.