მინდია გოგოჭურს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში, ძალადობაში, პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

საქმე ეხება 2020 წლის 18 ივლისს, სასტუმრო „პარაგრაფში“ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც, გამოძიების ინფორმაციით:

“მ.გ.-ს შელაპარაკება მოუვიდა გ.ბ.-სთან, რა დროსაც განაწყენებულმა მ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ფიზიკური ძალადობა განახორციელა გ.ბ.-ს მიმართ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მ.გ. 2020 წლის 19 ივლისს ქ.ბათუმში დააკავეს. დაკავებისას მ.გ.-მ წინააღმდეგობა გაუწია მის დასაკავებლად მისულ შსს -ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს პ.ხ.-ს, მ.გ.-ს, ს.ს.-ს და ზ.მ.-ს, რა დროსაც სახის არეში  ზ.მ.-ს დაზიანება მიაყენა.
მ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა  „MAKAPOB“ -ის მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღი და ხუთი ვაზნა, ასევე დიდი ოდენობით 0, 648 გრ. ნარკოტიკული საშუალება  „ჰეროინი“
მ.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება),  353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა), 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”
ნათქვამია მთავარი საგამოძიებო უწყების ინფორმაციაში

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 97
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის საშობაო ეპისტოლე. „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი” (ფს. 81.6) უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 97
    პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლესაქართველოს საპატრიარქო პატრიარქ ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს აქვეყნებს, რომელსაც "გურიის მოამბე" სრულად გთავაზობთ: "ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო,   ქრისტე აღდგა!   „არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო ! – შევა ცათა…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 96
    "ის ახლა ვასიკოშია, ორ ირაკლიშია, თეაშია, გიაშია..ყველგანაა და წავიდაო"!თოფიანები და ფულიანები - ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა. შეუცვლელი და ხელშეუხებელი მინისტრები, რომლებიც მთლიანად აკონტროლებენ ბიუჯეტს და ძალოვან ბლოკს, პლიუს საპარლამენტო წარმომადგენლობა ”დამამშვენებლის” როლით. ამათ დამატებული მარიონეტი გენერალური პროკურორი და მორჩილი პირებით დაკომპლექტებული სასამართლო სისტემა, მართული ეროვნული ბანკი და რა მივიღეთ? ივანიშვილის ოცნების ხელისუფლება. წავიდა თუ…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 96
    "როცა ადამიანი საკუთარ ბიოგრაფიას ვერ დაწერს და კიდევ დიდ გულზეა, გაუღიმე და ,,იმის იქით” გაუშვი, მარტივია!..""მასთან ნურასდროს იკამათებ, ვინც სიმართლის გამო კი არა, წინააღმდეგობის სულის გამო ვერ ისვენებს და სულ ერთია რაზე ისაუბრებს, ოღონდ პირი დააღოს და ილაყბოს. ასეთები მრავლად არიან, მაგრამ მათი სიმრავლე იმ ადამიანების ბრალია, რომლებმაც მათთან უაზრო საუბრებს დიდი დრო დაუთმეს... როცა ხვდები, რომ ადამიანი საკუთარ ბიოგრაფიას ვერ დაწერს და კიდევ დიდ…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები