“მიყვარხართ და მენატრებით, მაკას მიმიხედეთ” – ნიკოლოზ წურწუმია

“საქართველოს ბანკზე” თავდასხმისთვის დაკავებული ნიკოლოზ წურწუმია ბოდიშს იხდის. ის ცოტა ხნის წინ მოინახულა ადვოკატმა, რომელმაც სწორედ წურწუმიას სახელით გააკეთა განცხადება და მძევლებს მოუბოდიშა.

როგორც უფლებადამცველი ამბობს, წურწუმიას განზრახვა არ ყოფილა მძევლების აყვანა, არც დაყაჩაღება და მან ამ ფორმით ერთგვარი პროტესტი გამოხატა.

ადვოკატის ინფორმაციით, წურწუმია ბანკისგან სესხს ითხოვდა, რომელიც ბინის ქირის გადასახდელად ესაჭიროებოდა.

ადვოკატის თქმით, წურწუმია ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს და გამოიებასთან თანამშრომლობას გეგმავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share