ოზურგეთის მერი: “ისეთი კაცი გვიდგას გვერდით, ბატონი ბიძინა,  ყველაფერს შევძლებთ”

” ყველაფერს გავაკეთებთ,ყველაფერს შევძლებთ, საბავშვო ბაღებსაც ავაშენებთ, სადაც ასაშენებელია, ჩვენ ისეთი კაცი გვიდგას გვერდით, ბატონი ბიძინას სახით, ყველაფერში დაგვეხმარება” – ამ სიტყვებით მიმართა დღეს ” ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ ოზურგეთის საბავშვო ბაღების მენეჯერებსა და აღმზრდელებს, რომლებიც ოზურგეთის ერთ-ერთ პარკში, გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ვასილ ჩიგოგიძესთან შესახვედრად დაიბარეს.

“ჩვენ არ გაშინებთ, არც გემუქრებით და გაშანტაჟებთ, უბრალოდ გთხოვთ, თქვენი მეზობლები, ნათესავები, ოჯახის წევრები მოიყვანეთ არჩევნებზე და ხმა მიეცით ქართულ ოცნებას” – მიმართა მერმა შეხვედრაზე შეკრებილებს.
“მე ადრეც ვიყავი ჩოხატაურის დეპუტატი და იქ ყველაფრის გაკეთება შევძელი, ახლა კი, უფრო მეტს გავაკეთებ” – განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share