რუსეთი შეერთებული შტატების სანქციებს სანქციებით პასუხობს. მოსკოვმა ქვეყნიდან ათი ამერიკელი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამის გარდა რუსეთი “შავ სიაში” შეიყვანს რვა ამერიკელ მაღალჩინოსანს.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მოსკოვი ასევე შეზღუდავს ქვეყანაში ამერიკული ფონდებისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც მისი თქმით, პირდაპირ ერევიან რუსეთის შიდაპოლიტიკურ საქმეებში.