“თუ არ დანიშნავენ ახალ არჩევნებს,ივანიშვილი მიიღებს იმ ნანატრ სანქციებს, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვაფრთხილებთ”

“ოპოზიცია დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს და დაანონსებულ საპროტესტო აქციას და რეგიონალურ ,,ტურნეს“, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ”,- აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

“საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია, ოპოზიცია დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს და დაანონსებულ საპროტესტო აქციას და რეგიონალურ ,,ტურნეს“, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. თუ არ დანიშნავენ ახალ არჩევნებს, ივანიშვილი მიიღებს იმ ნანატრ სანქციებს, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვაფრთხილებთ და დაკარგავს მთელ მილიარდებს, რომელიც ყაჩაღობით იშოვა“, – განაცხადა ნათელაშვილმა, მედიასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები ,,ლეიბორისტების“ ოფისში დღეს, შეხვედრას გამართავენ, სადაც შემდგომ სამოქმედო გეგმას განიხილავენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share