ლანჩხუთში რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ქირურგს კორონავირუსი დაუდასტურდა.
აღნიშნული ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.
„კორონავირუსი რეგიონული ჯანდაცვის კლინიკის ქირურგს დაუდასტურდა, ის მოწვეული ექიმია, ლანჩხუთში ქირით ცხოვრობს. ისე ბათუმელია. ძნელია იმის თქმა, სად დაინფიცირდა, თუმცა, ამ მხრივ მედიკოსები რისკჯგუფში შედიან.
მისი კონტაქტი სამსახურში დაახლოებით, 13 თანამშრომელია, რომლებთანაც ხშირად უხდებოდა კომუნიკაცია, ისინი 72 საათიანი ტესტირების რეჟიმზე გადავიდნენ და აგრძელებენ პროფესიულ საქმიანობას. მისი ოჯახი ბათუმში ცხოვრობს, როგორც ვიცი, ორი კვირაა ისინი არ უნახავს“, -გვითხრა მენაღარიშვილმა.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში დღეს კორონავირუსის 24 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა ერთი პაციენტი, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰონდა.