საქართველოში ვაქცინაცია დროებით შეჩერდება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, სააღდგომო არდადეგების გამო, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ვაქცინაცია დროებით შეჩერდება. ასევე, ყველა იმ პირისთვის, ვინც “ფაიზერის” ვაქცინის პირველი დოზა მიიღო, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა. “ყველფერი კეთდება რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად! ვაქცინის მეორე დოზა ყველა თქვენგანისთვის დრულად და რეკომენდებული ვადების დაცვით იქნება ხელმისაწვდომი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share