ქსკ ლანჩხუთმა, ქსკ ნორჩ დინამოს 2-0 მოუგო- გოგონებმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს

დღეს გამართულ საქართველოს ქალთა VI ეროვნული ჩემპიონატის I ტურში
 ქსკ ლანჩხუთი, ქსკ ნორჩი დინამოს შეხვდა და 2-0 მოუგო.
ქსკ ლანჩხუთის შემადგენლობა: გაბუნია, გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, კალანდაძე, ალელიშვილი , თოდაძე, დანელია, დიმოპულუ, ბაქრაძე, ბაკარანძე, ჭყონია.
გოლები მეტოქის კარში თოდაძემ და ჭყონიამ გაიტანეს და გუნდს დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანეს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share