პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ამ წუთას მოვისმინე საქართველოს ისტორიაში ალბათ ყველაზე დიდი ნაძირალა პრემიერმინისტრის ბრიფინგი, რომელმაც სხვა ტყუილებთან და ოპოზიციის მიმართ ცილისწამებებთან ერთად განაცხადა, რომ მან იცის რომ ხელისუფლება გაიმარჯვებს და პირდაპირ დაემუქრა მოწინააღმდეგეებს გამარჯვების შემდეგ!
რისი იმედი აქვს ნიჩაბზე დადებულ ხელისუფლებას?
1.იმის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი კოვიდის თუ სხვა შიშების გამო არ მივა არჩევნებზე;
2. იმის რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ამავე შიშების მიზეზით პროტესტის ნიშნად ხალხი არ გამოვა გარეთ.
ვისაც დარჩა ღირსება, ნამუსი, თავმოყვარეობა, ყველა არჩევნებზე და მერე ყველა საკუთარი ხმების დასაცავად. უნდა მივიყვანოთ საქმე ბოლომდე და მივიყვანთ!”