ხაიშის პოლიციაში პოლიციელს ხელკეტებით სცემეს. დაზიანებები სამართალდამცველს 5-მა პირმა მიაყენა. შსს-ს თანამშრომელი საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა კონკრეტულად სად, უცნობია.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, 5 თავდამსხმელიდან სამი დაკავებულია. მიზეზი კი პოლიციელის შენიშვნა გახდა, რომელიც მან თავდასხმამდე აღნიშნულ პირებს მისცა, რადგან არსებული ინფორმაციით, ისინი კომენდანტის საათის დროს, მთვრალები მანქანით გადაადგილდებოდნენ.