ეგვიპტეში სარკინიგზო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტეში სარკინიგზო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 98 ადამიანი დაშავდა.

მატარებლის 4 ვაგონი რელსებიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

ინციდენტი კაიროდან 40 კილომეტრის მოშორებით მოხდა. სარკინიგზო შემთხვევის მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელი, რომელიც კაიროდან ელ-მანსურაში მიდიოდა, ლიანდაგებიდან გადავიდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share