ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ ის ყველა მხარის მიერ იქნება მიღებული.
იქნებ მესამემ გაამართლოს! იმედი მაქვს, რომ შარლ მიშელის სამართლიანი, ზუსტი და საბოლოო შეთანხმება ყველა მხარის მიერ იქნება მიღებული. საქართველოსთვის კომპრომისებზე წასვლა, ეს არის ძალა. ქართველები იმსახურებენ, რომ მთელი პარლამენტი მათთვის მუშაობდეს”, – წერს კრამონი Twitter-ზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებს ახალ დოკუმენტს სთავაზობს.