რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მათ ქვეყანა დღეს, 19 აპრილს დღის ბოლომდე უნდა დატოვონ.

რუსეთის საგარეო უწყებაში ჩეხეთის ელჩი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. საპროტესტო ნოტა ჩეხეთის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც 17 აპრილს 18 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეს “არაკეთილგანწყობილი ქმედებაა”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share