საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ საკააშვილი მთავარი არხის ეთერში დასავლელი პარტნიორების მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში გაკეთებული ჩანაწერს ეხმიანება, სადაც წერია, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია – ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს და აცხადებს: “გაუგებარია, რატომ არის 43% და რატომ არ არის 50%? თუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერაზეა, 43%- რა? ბაზარში ვართ, ვვაჭრობთ, ყველს ვყიდულობთ? ეს არის ის თემა, რომელიც ჩემთვის არის კითხვავთქვათ 43%, მაგრამ ეს 43% ვინ უნდა დაითვალოს. ისევ თამარ ჟვანიამ? როგორც წერია ამ დოკუმენტში, 8 პროფესიულ წევრს ნიშნავს ისევ ცესკო, რვავე წევრი იქნება ქართული ოცნების წევრი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “პრაქტიკულად პირველად, ქართულმა ოცნებამ აღიარა, რომ შესაძლებელია ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები”, თუმცა, “ეშმაკი დეტალებშია“. — აცხადებს სააკაშვილი.