“შვილო ვარლამ, მხოლოდ ნამუხვანი და რიონის ხეობაა “კოლექტიური საკუთრება” და ივანიშვილის მიერ შეძენილი და საკუთრებაში არსებული 3692922,4 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელიც ვატიკანზე რვაჯერ დიდია, ქვეყნის წანამატი იყო და არაუშავს?
ის თუ თურქულ კომპანიას გადაეცა 99 წლით სარგებლობაში, ეს რუსმა ოლიგარქმა გაიფორმა მუდმივი სარგებლობით.
ბიძინა თქვენთვის კოლექტივის თავმჯდომარეა?!”-წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი სულა სულაშვილი სოციალურ ქსელში.