NASA-ს ვერტმფრენმა ისტორიაში პირველად სხვა პლანეტაზე ფრენა შეძლო

დღეს, 19 აპრილს NASA-მ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენმა მარსზე პირველადი საცდელი ფრენა დაასრულა, რითაც იგი გახდა პირველი საფრენი აპარატი, რომელიც სხვა პლანეტაზე აფრინდა.

ვერტმფრენი 3:34 საათზე 10 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა და 30 წამით გაჩერდა ადგილზე, სანამ მარსის ზედაპირს შეეხებოდა.

ეს წარმატება ცხადყოფს, რომ მარსზე ფრენა შესაძლებელია და უქმნის შესაძლებლობას მომავალ თვითმფრინავებს, რომლებსაც პლანეტების დაზვერვა შეეძლებათ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share