აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ვებგვერდი ჰაკერული თავდასხმის შედეგად გატეხეს. ინციდენტი 27 ოქტომბერს მოხდა. ამ ეტაპისთვის ვებგვერდმა მუშაობა აღადგინა.
ვებგვერდი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში არ მუშაობდა. მთავარ გვერდზე კი ჰაკერების ტექსტი ეწერა, თითქოს რამდენი მოწყობილობა გატეხეს, რომლითაც ტრამპსა და მის ახლობლებზე სრული წვდომა მოიპოვეს. თუმცა ისინი ითხოვდნენ, რომ ინფორმაციის გასაჯაროება კრიპტოვალუტების გადარიცხვით გადაწყდეს.
ჰაკერები ამტკიცებდნენ, რომ მოიპოვეს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც თითქოს ამხელ ადასტურებს, რომ ტრამპი COVID-19-ის შექმნასთან არის დაკავშირებული. ამასთან, სხვა სახელმწიფოებს შეეკრა, რათა არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონიოს.
მათ Monero-ს კრიპტოვალუტის შეგროვებისთვის ორი ბმული დატოვეს. მათი თქმით, ინფორმაციის გასაჯაროების მომხრეებმა ან მოწინააღმდეგეებმა შესაბამის ბმულზე კრიპტოვალუტა უნდა გადარიცხონ, რის შემდეგაც მონაცემებს შეადარებენ და ისე იმოქმედებენ.
როგორც ტვიტერზე შტაბის პრესმდივანი ტიმ მერტოუ წერს, ჰაკერებმა კონფიდენციალური ინფორმაცია ვერ მოიპოვეს, რადგან ის ვებგვერდზე არ ინახება. მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოები ადგენენ ჰაკერული თავდასხმის წყაროს.