COVID-19–ზე ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი შექმნა, რომლის მიზანი იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობის განსაზღვრა, ვაქცინებთან დაკავშირებით მოქალაქეების ინტერესებისა და მოლოდინის შეფასებაა.

ვებგვერდის მეშვეობით, მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, აცრისთვის წინასწარ გაიაროს რეგისტრაცია და თავად აირჩიოს მისთვის სასურველი ვაქცინა. რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

„მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვაქცინების ჩამონათვალიდან მაქსიმუმ სამი სასურველი ვაქცინის არჩევის საშუალება აქვს. სამი ვაქცინის არჩევის შემდეგ, დამატებით მეოთხე ვაქცინის არჩევის საშუალებას სისტემა აღარ იძლევა, თუმცა „დათანხმება“-მდე მოქალაქეს ვაქცინის ცვლილების საშუალება ეძლევა. ამის შემდეგ აუცილებელია პირადი ინფორმაციის შევსება“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინიტროში.

ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალის მისამართია: https://www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome. რეგისტრაციის გავლა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: